გიგი უგულავა - ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი და მისი ადგილი საქართველოში არ არის - მისი ქვეყანაში შემომშვები იქნება კანონდამრღვევი

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი, შესაბამისად, მისი ადგილი საქართველოში არ არის.

როგორც უგულავამ ევროსაბჭოს მინისტერიალზე საქართველოში რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველა, ვინც ლავროვს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოუშვებს, კანონს დაარღვევს და „ადრე თუ გვიან მოეკითხება პასუხი”.

„ლავროვს დარღვეული აქვს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი, შესაბამისად, მისი ადგილი საქართველოში არ არის. „ქართული ოცნების” მთავრობა რომ მოვიდა, პირველი რაც უნდოდა, ესაა ანტიოკუპაციური კანონის გაუქმება, ამიტომ მათგან ჩვენ ეს არ გაგვიკვირდება, მაგრამ კანონი არის კანონი. ის მოქმედებს მინისტრზეც და რიგით მოქალაქეზეც. ლავროვს დარღვეული აქვს საქართველოს კანონი და ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ უნდა შემოუშვან. ყველა შემომშვები იქნება კანონდამრღვევი. შესაბამისად კანონდარღვევის გამო ადრე თუ გვიან მოეკითხებათ პასუხი”,- განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო