გიგი უგულავა - თუ ივანიშვილი გონს არ მოეგება, თვითონ მოყვება „შავ სიაში“

თუ ივანიშვილი ბოლომდე გონს არ მოეგება, თვითონ მოყვება „შავ სიაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, სიაზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია.

„აქ გამოიყოფა 3 ძირითადი კომპონენტი. პირველი, პოლიტიკური დონე, ანუ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მართლმსაჯულების გაყალბებასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში იქნებიან მხილებულები. აქ მუშაობა სხვა სპეციფიკას მოითხოვს იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად სხვა დონეა და სხვა დრო სჭირდება, მაგრამ ესეც ის სამუშაოა, რაც ჩვენ უნდა შევასრულოთ. უფრო რეალისტური და უფრო სწრაფი, ჩემი აზრით, იქნება მეორე კომპონენტი, ეს არის ყველა მოსამართლე, ყველა პროკურორი და გამომძიებელი, რომელიც გაყალბებაში, საქმეების შეკერვასა და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში არის მხილებული, მთავარი აქცენტი სწორედ მათ მიმართ უნდა გაკეთდეს. მესამე კომპონენტი არის პოლიტიკური დევნის, შანტაჟის, პოლიტიკური შევიწროებისა და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლი, იქნება ეს დაპატიმრებული თუ სხვანირად რეპრესირებული ადამიანები. ეს არის სამი მიმართულება, რომელიც მუშავდება. სამივე სხვადასხვა სპეციფიკას მოითხოვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა დროში ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ სანქციების ქვეშ მოყვებიან ის პროკურორები, მოსამართლეები და შემდეგ უკვე თუ ივანიშვილი ბოლომდე გონს არ მოეგება, თვითონ ივანიშვილიც მოყვება „შავ სიაში“. ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციები თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკაში სულ უფრო და უფრო მზარდ ინსტრუმენტად გადაიქცა ურჩი, დიქტატურისკენ მიდრეკილი მმართველებისთვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს