სასამართლომ მიხეილ კალანდიას გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგაშვილმა, დაცვის მხარის შუამდგომლობა, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ საქმის პოლიტიკურ სარჩულზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ საქმეში პოლიტიკური ინტერესი იკვეთება და მას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. თავის მხრივ, ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ ის აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველს ვერ ხედავს.

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს თავად ბრალდებულმა, მიხეილ კალანდიამ მიმართა. მისი თქმით, მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფუძველი არ აქვს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო