არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი „ნამდვილად პრეზიდენტის დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა“

ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არის მისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტმა შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით სწორი და სახელმწიფოებრივი აქცენტები გააკეთა.

„კონსტიტუციით და კანონმდებლობით პრეზიდენტს აქვს დისკრეცია, რომ თავად მიიღოს შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება . ბევრი საქმე იყო განხილული როგორც ჩანს, მე არ ვიცნობ თვითონ ამ ადამიანების საქმეებს, ვინც მიმართეს შეწყალებით, თუმცა მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტის აქცენტები შეწყალების პრინციპებთან დაკავშირებით იყო სწორი და სახელმწიფოებრივი. რა თქმა უნდა, შეწყალება ვერ იქნება გამოყენებული მართლმსაჯულების პროცესის ალტერნატივად და შეწყალება ვერ იქნება რაოდენობრივად ისეთი მასშტაბის, როგორც ეს იყო წინა შემთხვევებში. ამ მიმართულებით პრეზიდენტმა გადადგა ძალიან მკაფიო ნაბიჯები, რათა საქართველოში შეწყალების პროცესი დაემსგავსოს პრაქტიკას და მექანიზმებს, რომელიც არის აშშ-სა და ევროპაში. დანარჩენი უნდა გააკეთოს ალტერნატიულმა მექანიზმებმა, ეს არის პირობით ვადამდე გათავისუფლება, ელექტრონული პატიმრობა, ეს არის დაწესებულებები, სადაც შაბათ- კვირას პატიმრები ოჯახებში მიდიან,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო