ადვოკატი - სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩემს მოსაზრებას, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ არსებული საქმე არის პოლიტიკური დაკვეთა

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არის პოლიტიკური დაკვეთის პროდუქტი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრაც ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ სასამართლოს მიერ კალანდიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა აღნიშნა, სასამართლოს მიერ მოყვანილი არგუმენტები უსუსურია.

„სასამართლოს დასაბუთება საერთოდ ამოვარდნილია სამართლებრივი კონტექსტიდან და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩემს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე არის პოლიტიკური დაკვეთის პროდუქტი და მისი გაგრძელება, რამეთუ არგუმენტები, რომელიც სასამართლომ მოიყვანა დღეს აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების შესახებ, არის სრულიად უსუსური. კერძოდ, თურმე მიხეილ კალანდიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და თურმე, მას გააჩნია შესაძლებლობა დარჩენილ მოწმეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის. აღვნიშვნავ, რომ დასაკითხია მხოლოდ 20 თუ 21 მოწმე, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არის პოლიციის თანამშრომელი, ხოლო სამი პირი მოთავსებულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არსებობს თუნდაც მცირეოდენი ალბათობაც კი, რომ კალანდიას მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლებლობა გაუჩნდებოდა, საერთოდ უსუსურია. რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს - ესეც მოგონილია", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება საქმის პროკურორს, მირიან მეგრელიშვილს, მისი თქმით, არსებობს მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა, რადგან ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე კვლავ არსებობს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდია პატიმრობაში დატოვა. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა