სომხეთში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც „ფეისუქში“ დაწერა, რომ ფაშინიანმა ტრამპს „წარმატებული ოპერაციის ჩატარება“ მიულოცა

სომხეთში, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის, „ფეისბუქის“ მომხმარებელი დააპატიმრა.

სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღიშნულმა პირმა, დაწერა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინანმა, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიულოცა ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის „წარმატებული ლიკვიდაცია“.

მათივე ინფორმაციით, მსგავსი დეზინფორმაცია, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას ზიანს აყენებს.

ცნობისთვის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ორივე, ირანი და აშშ, სომხეთის მეგობარი ქვეყნები არიან და ოფიციალური ერევანი ვერც ერთი მათგანის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში ვერ ჩაერევა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს