ანდრია ჯაღმაიძემ მედიას იმ წერილის შინაარსი გააცნო, რომლითაც სინოდმა პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

წერილი, რომელიც დაიწერა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, არის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი ხელმეორედ მიმართონ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რა ეწერა შეწყალების თაობაზე პრეზიდენტისადმი მიმართვაში, რის შემდეგაც ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს იმ წერილის შინაარსი გააცნო, რომლითაც სინოდმა პრეზიდენტს, მამა გიორგი მამალაძის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

„მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ ამა წლის 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე, სადაც აღნიშნულია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე, მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით“, - ნათქვამია წერილში, რომელიც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ წაიკითხა.

მისი თქმით, წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 8 ნოემბერს გაეგზავნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო