„ლელო“ შესაბამისი სამინისტროების მმართველ პირებს მოუწოდებს, ზამთრის კურორტებზე წყლის მიწოდების პრობლემებზე პასუხისმგებლობა აიღონ

„ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს შესაბამის სამინისტროების მმართველ პირებს, რომ პასუხისმგებლობა აიღონ ზამთრის კურორტებზე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით შემნილ პრობლემებზე. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტიკური გაერთიანებიდან „ლელო საქართველოსთვის“ აცნობეს.

„ქვეყანაში ზამთრის საკურორტო სეზონი ჩავარდა. ელემენტარული პრობლემის - წყლის მიუწოდებლობის გამო ათასობით ტურისტმა გააუქმა საკუთარი შვებულება და დატოვა გუდაური და ბაკურიანი. განსაკუთრებით დაზარალდა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესი, სასტუმროთა მეპატრონეები, რომლებიც მთავრობას არსებული პრობლემის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის ზამთრის სეზონიდან აფრთხილებდნენ!

გუდაურსა და ბაკურიანში დღეს ხდება იგივე, რაც მთელ ქვეყანაში - ეს არის ხელისუფლების უპასუხისმგებლობა, უუნარობა და ელემენტარული მენეჯმენტის არარსებობა. აუცილებელია მსგავსი პრობლემების სწრაფი და ეფექტური მოგვარება მოხერხდეს!

უკვე ერთი კვირაა, რაც საქართველოს ზამთრის კურორტებზე ეს სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გამოუვლენია შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი და უწყება.

მოვითხოვთ, სასწრაფოდ აიღონ პასუხისმგებლობა ამ პრობლემაზე შესაბამისი სამინისტროს მმართველმა პირებმა, რადგან ქვეყანაში საკურორტო სეზონის ჩავარდნა არა მხოლოდ ეკონომიკურად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს, არამედ იმიჯს ულახავს მას, როგორც ზამთრის საკურორტო ქვეყანას“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო