ანგელა მერკელი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილავს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას მოსკოვში, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განიხილავს. რუსული მედიის ცნობით, 11 იანვარს შეხვედრა, რუსეთის ლიდერის ინიციატივით გაიმართება.

როგორც ცნობილია, რუსეთში ანგელა მერკელთან ერთად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰეიკო მაასიც მიემგზავრება.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი აღნიშნულ საკითხზე თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს ტელეფონით უკვე ესაუბრა. კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო ზარი, ფრანგი პოლიტიკოსის მიერ იყო ინიცირებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა