პაატა იმნაძე გრიპის ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს

„ეპიდემიის რისკს წელს ვერ ვხედავთ, რადგან „ბ“ ტიპის ვირუსი დადის და არ ჩანს ისე, რომ ავადობა მოიმატებს ეპიდემიურ ზღვრამდე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა გრიპთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციებზე. „ვაქცინაცია მორჩა, მას აქვს, ასე ვთქვათ, ჩატარების რეკომენდირებული ვადები და ის პრაქტიკულად, დასრულებულია, მარტო ორსულებისთვის გრძელდება. ძირითადი რეკომენდაცია რჩება, რაც თავიდან იყო - ორსულებს ახლაც ვურჩევთ აცრას, რადგან როცა დაიწყო აცრები, შეიძლება მაშინ არ იყო ორსულად და ახლა გაიგო, ამიტომ ორსულებს ყოველთვის ვურჩევთ აცრას. დანარჩენებმა თავი შეიკავონ დახურულ სივრცეებში ყოფნისგან, სადაც ბევრი ადამიანი იქნება, თუ მაღალი რისკის ჯგუფია და აცრილები არ არიან. ყველაზე მთავარი რეკომენდაციაა, რომ ავადმყოფი უნდა იყოს სახლში, რადგან მსუბუქი ავადმყოფი, რომელიც დადის, ავრცელებს გრიპს. სხვათა შორის, ოჯახის წევრებიც უნდა მოერიდონ, რადგან ძირითადად, ოჯახური კერები გვაქვს - ერთი რომ გახდება ავად, მერე სხვა წევრებიც ხდებიან ავად“, - განაცხადა იმნაძემ.

მანვე ეპიდემიის რისკის შესახებ კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ჩვეულებრივი ზამთარი იქნება ჩვეულებრივი გრიპით.

„ეპიდემიის რისკს წელს ვერ ვხედავთ, რადგან „ბ“ ტიპის ვირუსი დადის და არ ჩანს ისე, რომ ვთქვათ, ავადობა მოიმატებს ეპიდემიურ ზღვრამდე. ასე რომ, ჩვეულებრივი ზამთარი იქნება ჩვეულებრივი გრიპით“, - აღნიშნა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა