თბილისის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 8 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 8 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა ისნის რაიონში11 საათიდან 17 საათამდე შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, არბოშიკის, ბოჭორმის, ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის, ბოდბის, სამასი არაგველის, შავსოფლის, პატარძეულის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ჭრელაშვილის, კაჭარავას, ეთერ კაკულიას და ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაინის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის, გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, ვარკეთილი-3-ის IV, VI, VII, IIX და IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა