გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია - გუდაურში, სასტუმროების უმეტესობა, წყლით სტაბილურად მარაგდება

გუდაურში, სასტუმროების უმეტესობა, წყლით სტაბილურად მარაგდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

„სასტუმრო „გუდაური ჰილსის“ მენეჯერი ილია ბარბაქაძე ადასტურებს, რომ დაბალი წნევის გამო წყალმომარაგება შეზღუდული იყო მხოლოდ რამდენიმე საათით 31 დეკემბერს, მაგრამ 1 იანვრიდან პრობლემა მოგვარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სასტუმრო „თრუსოს“ მფლობელი თეონა ქუთათელაძის თქმით, წყალმომარაგების პრობლემა ზამთრის სეზონის დასაწყისში იყო.

„დროულად მივიღეთ ზომები, მილის პრობლემა იყო, მივაგენით დაზიანებას, შევაკეთეთ და მას შემდეგ წყალი გვაქვს უწყვეტ რეჟიმში,” - ამბობს თეონა ქუთათელაძე.

„31 დეკემბერს მხოლოდ 2-3 საათით არ გვქონდა წყალი, პრობლემა მალე მოგვარდა და ყველა პირობა გვაქვს სასიამოვნო დასვენებისთვის. ბევრი ტურისტი გვყავს და ძალიან კმაყოფილი არიან,“ - ამბობს სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ მენეჯერი ნათია თელია.

მათივე ინფორმაციით, ე. წ. რედკოს დასახლებას, წყლის მიწოდების აღსადგენად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. შეფერხება 200 მილიმეტრიანი მილის დაზიანებამ გამოიწვია, სათავე ნაგებობის მარაგის შესავსებად კი დამატებითი მილის გაყვანის და წნევის რეგულირების სამუშაოები განხორციელდა. დასახლების 5 კორპუსის ავზების წყლით შევსება კომპანიის წყალმზიდებითა და სახანძრო მანქანებით ხდება, დანარჩენი 3 კორპუსის მომარაგება კი ვერ ხერხდება, რადგან ეს კორპუსები წყლის ავზებით უზრუნველყოფილი არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო