„მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს გუდაურსა და ბაკურიანში წყლის შეწყვეტა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ჩართვამ გამოიწვია

მედია საშუალებებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ჩართვამ გამოიწვია წყლის შეწყვეტა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში წყალმომარაგების სისტემიდან არ მოხდარა წყლის გამოყენება, სწორედ იმ მიზეზით, რომ მთის კურორტებზე უნალექობის გამო წყლის ნაკლებობა შეინიშნებოდა, - ამის შესახებ ნათქვამია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, გათოვლიანების სისტემისთვის სეზონის გახსნამდე შეგროვდა 10 000 კუბი წყალი.

„სწორედ ეს მცირე მარაგი იქნა გამოყენებული ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზის ტესტირებისთვის. ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, როგორც აღვნიშნეთ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა, მას სრული დატვირთვით არ უმუშავია არც სათხილამურო გზის სრული საფარი გაუთოვლიანებია, ამას ემატება ისიც რომ კურორტზე დღის განმავლობაში სათანადო ყინვა არ იყო, შესაბამისად სრული დატვირთვით სისტემა ვერ იმუშავებდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანია ემიჯნება სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო