მიხეილ სააკაშვილი - გუდაურში 5 დღე არ არის წყალი და ხელისუფლება მცხეთაში ქეიფობს - მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი მთელ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გავაკეთებინებდი

გუდაურში 5 დღეა, წყალი არაა და ესენი მცხეთაში ქეიფობენ, ბაკურიანშიც წყალი თითქმის არავის არ აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა, სადაც მან საქართველოს კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ანალოგიურ სიტუაციაში ის „წაიყვანდა იქ მთავრობას და ყველაფერს 1 საათში გააკეთებინებდა“.

„გუდაურში 5 დღე არ არის წყალი და ესენი ქეიფობენ მცხეთაში. ამ დროს მე დავყრიდი ყველაფერს, გავიქცეოდი, წავიყვანდი იქ მთელ მთავრობას და გავაკეთებინებდი ყველაფერს ზუსტად 1 საათში. არადა, ახლა იკარგება არამხოლოდ შემოსავლები, ამ წუთას, არამედ იკარგება პერსპექტივები ჩვენი კურორტებისთვის. ბაკურიანში წყალი თითქმის არავის არ აქვს, გარდა გამგებლის პირადი სასტუმროსი, გაჩერდა ის პროექტები, რომელიც მე დავიწყე. სვანეთში მე ავაშენე კურშაველის სიდიდის სათხილამურო კურორტი, რომელიც იქნებოდა ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი და ყველაზე დიდი ევროპაში, როგორც მინიმუმ. უზარმარზარი რეკლამა გავაკეთეთ, საბაგიროებიც ჩამოვიტანეთ, გააჩერეს, გზებიც გააჩერეს, ყველაფერი, კორუფციის გამო, ივანიშვილის პირადი ბოღმის გამო“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სადაც მთის კურორტი და სათხილამურო გზებია, იქ ხალხი ღარიბი არ არის.

„არადა, სადაც არის მთის კურორტი, იქ შეუძლებელია, ხალხი იყოს ღარიბი - არც სვანეთში, არც მაღალმთიან აჭარაში, სადაც ასევე გაჩერდა განვითარება, არც გუდაურში, არც ბაკურიანში. ყველგან, სადაც არის სათხილამურო ტრასები, ხალხს აქვს მაღალი შემოსავლები და ხალხი მდიდრდება. ჩემი გათვლებით, 2019 წლისთვის, 2012-თან შედარებით 8-ჯერ უნდა გაზრდილიყო სათხილამურო კურორტებზე ჩამომსვლელთა რაოდენობა. აქ ძალიან ცოტა ზრდა არის და ამ ყველაფერზე პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა ივანიშვილს, რომელსაც პირადი ბოღმის და სიხარბის გამო უნდა, ფასი დაუგდოს ამ კურორტებს და მერე ყველა ჩაიდოს ჯიბეში. სასწრაფოდ არის ყველაფერი შესაცვლელი და ინფრასტრუქტურა არის მოსაწესრიგებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვკარგავთ შემოსავლებს და პერსპექტივას, ამის ბოლო შემოსავლის წყაროს ვკარგავთ ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა სააკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს