ბექა ბასილაია, რომელიც წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა, სხდომაზე დაბრუნებას ითხოვს

"ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელიც წინა სასამართლო პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ დარბაზიდან გააძევა, სასამართლოს სხდომაზე დაბრუნებას ითხოვს.

როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა, მან აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მისი მტკიცებით, მოსამართლისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

"როგორც მოგეხსენებათ, მე გაძევებული ვარ და ფორმალური თვალსაზრით არ ვმონაწილეობ პროცესში, გასაჩივრებული მაქვს აპელაციაში და ველოდები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მოსამართლე არევაძის პროცესზე დაბრუნდეს ნიკა გვარამიაც, რომელიც არის ამ საქმეზე მთავარი ფიგურანტი, ნიკა გვარამიას მიმართ შეკერეს ეს საქმე და როგორი აბსურდია, რომ გვარამიას წინააღმდეგ შეკერილ საქმეში გვარამია გაძევებულია პირველივე სხდომიდან და მას არ ეძლევა პროცესზე თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა. ამ საქმეში მე ვმონაწილეობ პირველივე დღიდან და მიმაჩნია, რომ ზურაბ იაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ მევე გავაგრძელო მისი ინტერესების დაცვა . აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, დამაბრუნოს ამ სხდომებზე, იმ მარტივი მიზეზების გათვალისწინებით, რომ წინა პროცესზე მე მოსამართლე არევაძისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მე ვახდენდი ფაქტის კონსტანტირებას - მის მიერ პროცესების ფორსირება სხვა არაფერია, თუ არა დავალებების შესრულება. ეს დავალება არის, რაც შეიძლება მოკლე დროში - თებერვლის ბოლოს, ან მარტის დასაწყისში საქმე ჰქონდეს იმ კონდიციაში მიყვანილი, რომ მისჯა გაუადვილდეს", - განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ 3 იანვარს ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართლო პროცესიდან მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამია და ბექა ბასილაია სასამართლო დარბაზიდან "სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოვლენის" მიზეზით გააძევა.

სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, თუმცა უცნობია, დაესწრება თუ არა სასამართლო პროცესს ნიკა გვარამია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა