„პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი მრავალპარტიული კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. შავ სიაზე იმსჯელებენ

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში „პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი მრავალპარტიული კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები ე.წ. შავ სიაზე იმსჯელებენ.

„ლეიბორისტული პარტიის” წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების მიერ შედგენილ ე.წ. შავ სიაში მერიის ის თანამშრომლებიც შევლენ, „რომლებიც ძალადობდნენ მომიტინგეებზე, აქციის მონაწილე პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე”.

ჩხარტიშვილის განცხადებით, დღეს შესაძლოა, სიაში არსებული გვარების ნაწილი გამოქვეყნდეს.

„პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი მრავალპარტიული კომისიის მეორე შეკრების დატვირთვა არის ერთი მხრივ საბოლოოდ ფორმაზე შეთანხმება, რომლითაც გადაეგზავნება დასავლელ პარტნიორებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეორე მხრივ გვარების მცირე ნაწილი დღეს იქნება გამოქვეყნებული. რაც შეეხება სიახლეს, მერიის თანამშრომლებმა გამოიჩინეს თავი საახალწლოდ. კალაძის სპეცრაზმი შეიძლება დავარქვათ იმას, რაც ვიხილეთ ჯერ საკრებულოში, შემდეგ ქალაქის ქუჩებში, რომლებიც ძალადობდნენ მომიტინგეებზე, აქციის მონაწილე პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე და მათი შეყვანაც მოხდება ამ სიებში“, - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა