თინა ბოკუჩავას განცხადებით, ე.წ. შავი სიაში, რომელზეც ოპოზიცია მუშაობს, თავდაპირველად მოსამართლეები, პოლიციელები და პროკურორები მოხვდებიან

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, ე.წ. შავი სია, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები მუშაობენ, ეტაპობრივად გამოქვეყნდება და თავდაპირველად სიაში მოსამართლეები, პოლიციელები და პროკურორები მოხვდებიან.

როგორც ბოკუჩავამ, “პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელი მრავალპარტიული კომისიის” სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სიაში მყოფ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალებათ.

“სია გამოქვეყნდება ეტაპობრივად. ვაპირებთ, რომ პირველი 10-15 ადამიანის სია გამოქვეყნდეს 8 იანვარს. ეს შეეხება ძირითადად საშუალო და ქვედა რგოლებს, შემსრულებლებს- მოსამართლეებს, პოლიციელებს და პროკურორებს. შემდეგ ეს სია გადაეცემათ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმისთვის, რომ მიიღონ სანქციები, იქნება ეს ფინანსური სანქცია თუ გადაადგილების შეზღუდვა. პროკურორები, რომლებიც ასრულებენ დავალებებს, დადიან დასასვენებლად იტალიაში, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში, ამ ადამიანებზე დაწესდება კონკრეტული შეზღუდვები, მათ შეეზღუდებათ ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა”,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო