ნიკა გვარამიას ადვოკატმა მოსამართლის მიერ გვარამიას სხდომათა დარბაზიდან გაძევება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

„რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მოსამართლე გიორგი არევაძის მიერ გვარამიას სხდომათა დარბაზიდან გაძევება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

როგორც საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, ის ითხოვს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე სხდომა გადაიდოს, რადგან მისივე თქმით, აღნიშნულ სხდომაზე გვარამიას დასწრება მნიშვნელოვანია. კონკრეტულად ამ საქმეს კი ადვოკატი „თეთრი ძაფით შეკერილს" უწოდებს.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, როგორც საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას წარმოთქვამს.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის მათი პოზიცია და არგუმენტები ცნობილია, დღევანდელ შესავალ სიტყვაში რაიმე განსაკუთრებულს არ ველოდებით. გვაქვს მოლოდინი, რომ ისევ ისეთივე უსუსური იქნება მათი შესავალი სიტყვა, როგორც აქამდე მოსმენილი არგუმენტები. მათი შესავალი სიტყვის დასრულების შემდგომ ჩვენ, ბრალდების მხარე, მტკიცებულებების გამოკვლევას და მოწმეთა დაკითხვას დავიწყებთ. გვაქვს გონივრული მოლოდინი ჩვენივე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს", - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის სასამართო პროცესი ჯერჯერობით, არ დაწყებულა. პროცესს სავარაუდოდ, გვარამია არ დაესწრება.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია და კახა დამენიას ადვოკატი, ბექა ბასილაია 3 იანვარს მოსამართლე გიორგი არევაძემ დარბაზიდან „სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოვლენის“ მიზეზით გააძევა. ეს გადაწყვეტილება ბასილაიამაც გაასაჩივრა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს