კახა კოჟორიძე - ვაგრძელებთ მუშაობას იმ ადამიანების გამოსაკვეთად, რომლებიც პროკურორის, მოსამართლის თუ პოლიციელის სტატუსით პოლიტიკურ დაკვეთაში მონაწილეობენ

“ლელო-საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, კახა კოჟორიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ერთ-ერთი მთავარი მიზანია პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, რადგან “პოლიტიკური მართლმსაჯულება ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას განვითარებაში”.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ყველა ის ადამიანი, ვინც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში მონაწილეობდა, გაეთავისუფლებინა, სისტემა გადაიბარა.

“ვაგრძელებთ მუშაობას იმ ადამიანების გამოსაკვეთად, რომლებიც პროკურორის, მოსამართლის თუ პოლიციელის სტატუსით მონაწილეობენ პოლიტიკურ დაკვეთაში, პოლიტიკური მართლმსაჯულების აღსრულებაში. წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული “ქართულმა ოცნებამ” იმის მაგივრად, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში გაეთავისუფლებინა და მათ ნაცვლად მართლმსაჯულების სისტემაში კეთილსინდისიერი ხალხი შეეყვანათ, პირიქით გადაიბარეს ეს სისტემა. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის, რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება, პოლიტიკური მართლმსაჯულება ხელს უშლის ჩვენს ქვეყანას განვითარებაში”,- განაცხადა კოჟორიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა