არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 10 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 10 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს საქმის პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განაცხადა, საქმეში არაერთი პირდაპირი მტკიცებულება არსებობს, რაც როგორც დაკავებული მშობლების, ასევე სხვა პირების ბრალეულობას ადასტურებს.

"დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების თაობაზე იშუამდგომლა, მაგრამ იმის გამო, რომ კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ ჰქონდა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მოსამართლის აცილების წინააღმდეგი ბრალდების მხარეც იყო, ვინაიდან კანონით გათვალისწინებულ არცერთ საფუძველში არ ჯდებოდა მოთხოვნა. ასევე დაცვის მხარემ მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობაც იშუამდგომლა, ასევე დაცვის მხარემ იშუამდგომლა ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია არ გაიზიარა. საქმეში არსებობს მტკიცებულებები, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების სახით, ასევე გამოთხოვილი ინფორმაციის სახით, მათ შორის, სოციალური ქსელებიდან, არსებობს მოწმეთა ჩვენებები, საბანკო ინფორმაცია და სხვა მტკიცებულებები", - განაცხადა გოგორელიანმა.

მისივე განმარტებით, 10 ბრალდებულიდან ერთ პირს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, დანარჩენ 9 ბრალდებულს არასრულწლოვანთა ტრეფიკინგს, 3 ადამიანს არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებას, ასევე 3 ბრალდებულს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. გოგორელიანის თქმითვე, 10 ბრალდებულიდან 8 მშობელია. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს