აშშ-ის თავდაცვის მინისტრი - აშშ ერაყიდან ჯარის გაყვანას არ აპირებს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერა უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შეერთებული შტატები ერაყიდან ჯარის გაყვანას აპირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

„ერაყის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა,“- განუცხადა მარკ ესპერამ ჟურნალისტებს, რითაც ის გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ წერილს, სადაც ამერიკული სამხედრო მაღალჩინოსანი ერაყის ხელისუფლებას ჯარისკაცების გადაადგილებისა და ქვეყნის დასატოვებლად მიმდინარე მზადების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

„არ ვიცი რა წერილია. ვცდილობთ, გავარკვიოთ, საიდან მოვიდა ეს წერილი, თუმცა მთავარი ისაა, რომ ერაყის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არაა,“- განაცხადა ესპერამ.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ერაყის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პარლამენტარები უცხო ქვეყნის სამხედროებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

ბაღდადის პარლამენტმა ერაყის მთავრობას მოუწოდა, მიიღოს შესაბამისი ზომები, რითაც ნებისმიერი მიზეზით უცხოური ძალების წარმომადგენლებისთვის ერაყის მიწაზე, საჰაერო სივრცესა და წყალზე გადაადგილება აიკრძალება.

ამჟამად შეერთებულ შტატებს ერაყში დაახლოებით 5,000 ჯარისკაცი ჰყავს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა