მუჰამედ ზარიფს, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უნდა დასწრებოდა, აშშ-მ ვიზაზე უარი უთხრა

აშშ-მ ირანის საგარეო მინისტრს მუჰამედ ზარიფს, რომელიც ნიუ-იორკში ხუთშაბათს დაგეგმილ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე დასწრებას აპირებდა, აშშ-მ ვიზის გაცემაზე უარი უთხრა,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გაეროს შტაბბინის 1947 წლის ხელშეკრულების თანახმად, აშშ ვალდებულია, უცხოელი დიპლომატების გაეროში ვიზიტს ხელი არ შეუშალოს. თუმცა ვაშინგტონი აცხადებს, რომ მას „უსაფრთხოების, ტერორიზმისა და საგარეო პოლიტიკის“ მიზნებიდან გამომდინარე ვიზებზე უარის თქმა შეუძლია.

აშშ-ის სახემლწიფო დეპარტამენტს აღნიშნულ საკითხზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რამდენიმე დღის წინ ერაყის საერთაშორისო აეროპორტში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს