კახა კალაძე მოქალაქეებს შობის დღესასწაულს ულოცავს

გილოცავთ შობის დღესასწაულს! გილოცავთ სიკეთის დაბადებას! - ამ სიტყვებით ულოცავს თბილისის მერი კახა კალაძე სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

„გილოცავთ ჩვენ გულებში გაჩენილ იმედის სხივს, რომელიც გვავსებს რწმენით და გვაძლევს ძალას, გვჯეროდეს სიყვარულის მარადიულობის! გილოცავთ ყველას, ვის გულშიც უფალი იშვა. მინდა, გისურვოთ კეთილდღეობა და მშვიდობა თქვენ ოჯახებში. მინდა, ვისურვო ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, მეტი სიყვარული ერთმანეთის, მეტი ერთობა და გამთლიანება. შობას გილოცავთ!“- ნათქვამია კახა კალაძის მისალოც წერილში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა