იენს სტოლტენბერგი - ნატო აშშ-ის გვერდზე დგას

ნატო ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის გვერდით დგას. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა ავრცელებს“.

„ჩვენ ვართ ერთიანი, ვგმობთ რა ირანის მხარდაჭერას სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფებების მიმართ. ახალი კონფლიქტი არავის ინტერესში არ არის. ასე, რომ ირანმა თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ძალადობისა და პროვოკაციებისგან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ცნობისთვის, ალიანსის გადაწყვეტილებით, ერაყში ნატო-ს საწვრთნელი მისია წყდება. იენს სტოლტენბერგის გადაწყვეტილებით, აღნიშნული გადაწყვეტილება „საკუთარი ხალხის დასაცავად საჭირო უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება“.

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირის მედიაცია გახდა ინსტრუმენტი, რომელიც არ არის ერთჯერადი, სანამ კრიზისი არ მოგვარდება, ევროკავშირი ამ პროცესში ჩართული იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.03.2021
თენგიზ ფხალაძე  - შიდაპოლიტიკურმა შუღლმა საერთო ეროვნული მეორე პლანზე გადაწია, ერთმანეთთან ძიძგილაობაში გართულები სულ უფრო ვემსგავსებით აისბერგისკენ ჯიუტად მიმავალ ტიტანიკს
ქართული კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამეცნიერო კრებულს ამზადებს
ევროპის გუნდი: ლიბერთი ბანკისთვის უზრუნველყოფილი დამატებითი დახმარებით, COVID-19-ის კრიზისის დასაძლევად  ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა ახალ ეტაპზე გადადის
"მაგნიტის" ყოველდღიური 20%-იანი აქცია უფრო მრავალფეროვანი ხდება
სამომხმარებლო სესხი 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდით - ტერაბანკის ახალი აქცია
ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში დასრულდა