CNN-ის ინფორმაციით, პენტაგონი ინდოეთის ოკეანეში დამატებით 6 ბომბდამშენს აგზავნის, რომლებიც, ბრძანებისთანავე შეძლებენ ირანის წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებას

CNN-ის ინფორმაციით, პენტაგონი ინდოეთის ოკეანეში, იმ ტერიტორიულ წყლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მიერ კონტროლდება, ექვს B-52-ის ტიპის ბომბდამშენს აგზავნის. აშშ-ის თავდაცვის ოფიციალური პირის ცნობით, საჰაერო ხომალდები ბრძანებისთანავე შეძლებენ ირანის წინააღმდეგ ოპერაციების განხორციელებას.

მისივე თქმით, ბომბდამშენების გაგზავნა არ ნიშნავს იმას, რომ სამხედრო მოქმედებების ბრძანება გაიცა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ რაც ირანთან დაძაბულობამ იმატა, აშშ-მა კიდევ დამატებით 6 ამავე ტიპის ბომბდამშენი ყატარში გააგზავნა.

შეგახსენებთ, ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, აშშ-მა ერაყის დედაქალაქის აეროპორტზე თავდასხმა განახორციელა, რა დროსაც, სხვა სამხედრო მეთაურებთან ერთად, ირანელი გენერალი, „ყუდსის ძალების“ ხელმძღვანელი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა