პატრიარქი - რით შევეგებოთ, რა ვუთხრათ უფალს? ვუთხრათ, რომ გაჭირვებული ვართ, რომ გვჭირდება მადლი ღვთისა, ყველაფერი უნდა ვუთხრათ, უფალი შეისმენს ჩვენს ვედრებას

უფალს ვუთხრათ, რომ გვჭირდება მადლი ღვთისა,- ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ლიტურგიაზე, ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, უფალი ადამიანების ვედრებას შეისმენს.

„დღეს ცა და ქვეყანა გალობს, დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. დიდება უფალს. დღეს უფალმა ცანი მოსდრიკნა და ციდან გარდამოვიდა კრავი ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე. რით შევეგებოთ, რა ვუთხრათ? ვუთხრათ, რომ გაჭირვებული ვართ, ვუთხრათ, რომ გვჭირდება მადლი ღვთისა. ყველაფერი უნდა ვუთხრათ უფალს. უფალი შეისმენს ვედრებასა ჩვენსა,“- განაცხადა პატრიარქმა და მრევლი დალოცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა