ოპოზიციამ ე.წ. შავი სიის ხუთეული შეადგინა

„პოლიტიკური დევნის ფაქტების შემსწავლელმა მრავალპარტიულმა კომისიამ“ ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, კომისიის წევრებმა „შავ სიაში“ შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ბოკუჩავას ინფორმაციით, ოპოზიცია სიის მომდევნო წევრთა ვინაობას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

ცნობისთვის, ოპოზიციის განცხადებით, ე.წ.შავი სია საქართველოს დასავლელ პარტნიორებს გადაეცემა, რომელთაც სიაში მყოფი პირებისადმი სანქციები უნდა უზრუნველყონ, რაც შესაძლოა იყოს როგორც ჯარიმა, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილების უფლების შეზღუდვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა