„ალილოს" მონაწილეთა მსვლელობა დაიწყო

„ალილოს" მონაწილეთა მსვლელობა დაიწყო. ანგელოზებისა და მწყემსების სამოსში გამოწყობილი პატარები სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას გამართავენ. თეატრალური მსვლელობის მონაწილეები ვიდრე სამების ტაძრამდე მივლენ, გზად სხვადასხვა ლოკაციებზე შეჩერდებიან და მართლმადიდებლებს შობის დღესასწაულს მიულოცავენ.

საზეიმო მსვლელობისას შეგროვებულ ტკბილეულს ხარ-კამეჩემებით სამების ტაძრამდე მიიტანენ, რომელიც შემდგომ მოხუცთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში საზეიმო მსვლელობა "ალილო" ტრადიციულად ყოველ წელს აღინიშნება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს