ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის ადვოკატი - თავად ბრალდებულიც თანახმა იყო, რომ პატიმრობა შეფარდებოდა

ამას ველოდით და თავად ბრალდებულიც თანახმა იყო, რომ შეფარდებოდა პატიმრობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ზურა ფოფხაძის ადვოკატმა, მევლუდ ჯანჯღავამ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, დაცვის მხარეს აღკვეთის ღონისძიებად ალტერნატიული შუამდგომლობა არ ჰქონია.

„პროკურატურის შუამდგომლობა, რაც ითვალისწინებდა პატიმრობას, დაკმაყოფილდა. თავად ბრალდებულიც თანახმა იყო, რომ შეფარდებოდა პატიმრობა, ეს ნიშნავს, რომ ის აღიარებს. აღკვეთ ღონისძიებად ალტერნატიული შუამდგომლობა ჩვენ არ დაგვიყენებია”, - განახადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდებულის თანმხლებ პირს, ადვოკატის განცხადებით, მას ბრალი წაყენებული არ აქვს.

„რაც შეეხება თანმხლებ პირს, როგორც ვიცი, ის არის მეგობარი და მეზობელი და არა სპეცრაზმელი. ჯგუფური არ არის დანაშაული, მაშინ ჯგუფი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. ის მოქმედებებში არ მონაწილეობდა, იყო გაშველებით დაკავებული. ის უკვე გამოიკითხა და აღიარებს მომხდარ ფაქტს”, - აღნიშნა ადვოკატმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო