მაია ცქიტიშვილი - ზამთრის კურორტების წყალმომარაგებაში წარმოქმნილი პრობლემის რეალური მიზეზი უნალექო შემოდგომაა

პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა დამსვენებელსა და ადგილობრივ მცხოვრებს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. გვქონდა ორი ავარია, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის და ყველა შესაბამისი სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად აღვადგინეთ მიწოდება და „რედკოში“ დილიდან ყველა კორპუსს მარაგდება წყლით, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გუდაურში ჟურნალისტებს განუცხადა.

ცქიტიშვილის განმარტებით, პრობლემის მთავარი მიზეზი უნალექო შემოდგომაა, რაც წყლის მარაგზე აისახა.

„გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა ჰქონდა მხოლოდ „რედკოს“ დასახლებას, დანარჩენი გუდაური კი უწყვეტ რეჟიმში მარაგდებოდა. პრობლემის რეალური მიზეზი არის უნალექო შემოდგომა, რაც აისახა წყლის მარაგებზე. ახალი წლის დღეებში, როცა დამსვენებელთა პიკური მაჩვენებელია, მოხმარება რამდენჯერმე იზრდება. შესაბამისად, გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემა შეიქმნა იმ დასახლებებში, რომელიც სათავე ნაგებობებზე მაღლაა. ბაკურიანში რეალურად მხოლოდ ორ ქუჩაზე გვაქვს პრობლემა და იქაც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური ჯგუფი, მოხდა ალტერნატიული სათავე ნაგებობის მოწყობა და იქედან წყლის მიღება, ამ ეტაპზე ტუმბოებს აყენებენ, რათა წყლის სისტემაში გაშვება მოხერხდეს. ველოდებით, რომ დღის განმავლობაში ბაკურიანშიც სრულად აღდგება წყალმომარაგება, თუმცა როგორც გუდაურში, ისე ბაკურიანში განუწყვეტლივ რეჟიმში ვაწვდით წყალმზიდების საშუალებით წყალს, ყველა იმ სასტუმროს, რომელსაც რეზერვუარი გააჩნია,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს