ანჟეი დუდა შესაძლოა, მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმს არ დაესწროს, რადგან „პუტინის ტყუილების მოსმენა არ სურს“

პოლონეთის პრეზიდენტი, ანჟეი დუდა შესაძლოა, ისრაელში, მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმს არ დაესწროს, მასზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სიტყვით გამოსვლის გამო. პოლონური მედიის ცნობით, დუდას პუტინის ტყუილების მოსმენა არ სურს.

პრეზიდენტ ანჟეი დუდას თქმით, ის ისრაელში, რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის პრეზიდენტებთან ერთად მიიწვიეს, თუმცა სიტყვით გამოსვლაზე „გამონაკლისი მხოლოდ პოლონეთი იყო.“

„როგორც იმ ქვეყნის წარმომადგენელს, რომელმაც ოსვენცში ყველაზე მეტი მოქალაქე დაკარგა, მე უნდა შემეძლოს საუბარი“, - განაცხადა დუდამ.

მისივე თქმით, მას სურს, რომ პოლონეთის ნარატივი ისტორიული წარსულისადმი დავიწყებული არ იყოს და „ის ტყუილები, რომელიც ბოლო დროს პრეზიდენტმა პუტინმა გააჟღერა, უარყოფილ იქნას“.

ანჟეი დუდას განცხადებით, ის შეშფოთებულია, რომ ფორუმზე პუტინი შეძლებს სიტყვით გამოსვლას, რათა განაგრძოს „ისტორიის გადაწერა“.

პოლონეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, ბლაჟე სპიჩალსკის თქმით, ანჟეი დუდა სავარაუდოდ, ფორუმს დაესწრება, თუმცა „სიტუაცია, რომ პოლონეთის პრეზიდენტს მოუწევს იჯდეს და ისმინოს პრეზიდენტ პუტინის ტყუილები, სასიამოვნო არ არის“.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა პოლონეთი ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ პოლონეთის ელჩი გერმანიაში იყო „ნაბიჭვარი, ანტისემიტი და ღორი“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა