„ალილოს” მონაწილეები თბილისის საკრებულოსთან შეჩერდნენ, სადაც მათ დეპუტატებმა შობის დღესასწაული მიულოცეს

“ალილოს” მსვლელობის მონაწილეები დედაქალაქის საკრებულოსთან შეჩერდნენ, სადაც მათ საკრებულოს დეპუტატებმა შობის დღესასწაული მიულოცეს. საკრებულოს წევრებმა მათ ტკბილეული გადასცეს, რის შემდეგაც ალილოს მონაწილეებმა გზა კვლავ სამების საკათედრო ტაძრისკენ განაგრძეს.

ისინი საზეიმო მსვლელობისას შეგროვებულ ტკბილეულს ხარ-კამეჩემებით სწორედ სამების ტაძრამდე მიიტანენ, რომელიც შემდგომ მოხუცთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.

„ალილოს" მონაწილეებმა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა