არჩილ თალაკვაძე - ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ წელს უფრო მეტი საერთო ვნახოთ, უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება

ალილოს მსვლელობას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის წევრებთან ერთად შეუერთდა და მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.

არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და განაცხადა, რომ წელს საჭიროა უფრო მეტი საერთოს მონახვა და უფრო მეტად ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება.

„გილოცავთ შობა-ახალ წელს, ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ბედნიერი, სიკეთით სავსე, მშვიდი წელი ყოფილიყოს თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. წარმატებები ყველას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ წელს უფრო მეტი საერთო ვნახოთ, უფრო მეტად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გარშემო გაერთიანება. უფრო მეტ ადამიანთან მივიდეთ, ვინც ჩვენგან დახმარებას ელოდება და გავაკეთოთ მეტი სიკეთე, მეტი გავცეთ და მეტი დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს