წყალმომარაგების კომპანიის ახალი დირექტორი - გუდაურში შედეგები მიღწეულია, ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგება უახლოეს პერიოდში აღუდგება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, გუდაურში შედეგები მიღწეულია.

მისივე თქმით, ბაკურიანში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რათა იმ ადგილებში, სადაც წყალმომარაგების პრობლემა იყო, უახლოეს პერიოდში წყლის მიწოდება სრულად აღდგეს.

„კომპანია რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ამ დღეებში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად. გუდაურში წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის 24- საათიანი მუშაობის შედეგად, გაზრდილია წყლის დებიტი და შედეგად, „რედკოს დასახლებაში“ წყალმომარაგება აღდგენილია. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მოწყობა, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის გართულებები“,- განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

მისი განცხადებით, გუდაურსა და ბაკურიანში კრიზისი ამ ეტაპზე გადალახულია და ეს კრიზისი იმ მენეჯმენტის პირობებში მოგვარდა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა.

„დღეს, უბრალოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ წყალმომარაგების კომპანია. არსებული პრობლემა გამოწვეულია მშრალი კლიმატური პირობებით, რამაც გავლენა იქონია დებიტის შემცირებაზე. გამომდინარე აქედან, შეიქმნა მოულოდნელი სიტუაცია და ვერანაირი კომპანია ან თუნდაც ხელმძღვანელი წინასწარ ვერ გათვლიდა ამ შედეგს. ჩვენ ვაპირებთ, როგორც გუდაურში ასევე ბაკურიანში დეველოპერებთან მუდმივ კომუნიკაციას, იმისთვის, რომ დავეხმაროთ და ერთობლივად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები საკურორტო ზონებში“, - განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა