არჩილ თალაკვაძე - 100/50-ზე რეალისტური შეთავაზებაა, ეს მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარების რაოდენობას - ბურთი ოპოზიციის მოედანზეა, ველოდებით მათგან პასუხებს

ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, ველოდებით მათგან რაციონალურ პასუხებს ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი იქნება მაქსიმალურად კონსტრუქციული, მაქსიმალურად ორიენტირებულები იმაზე, რომ მოხდეს შეთანხმება, ოღონდ ეს შეთანხმება სამართლიანი უნდა იყოს და ითვალისწინებდეს ყველა მხარის ინტერესს.

„ჩვენ შეთავაზება გავაკეთეთ, ბურთი არის ოპოზიციის მოედანზე, ველოდებით მათგან რაციონალურ პასუხებს ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. 100/50-ზე არის ძალიან რეალისტური შეთავაზება, ვინაიდან ის მკვეთრად ამცირებს მაჟორიტარების რაოდენობას და მკვეთრად ზრდის პროპორციული მანდატების რაოდენობას პარლამენტში. ეს არის ის ბალანსი რეალურად, რისკენაც ოპოზიცია აკეთებდა განცხადებებს. ჩვენ ეს შეთავაზება გავაკეთეთ. მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩატარებამდე საჭირო იქნება კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან და შემდეგ შევხვდებით მოლაპარაკებების მაგიდასთან.

როგორც გითხარით, ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება ძირითად საკითხზე, რაც მანდატების რაოდენობას უკავშირდება. პროპორციულ ნაწილში ამ მომენტისთვის კანონმდებლობაში ზუსტად ისეა დარეგულირებული საკითხი, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა, ანუ ბარიერი დაწეულია სამ პროცენტამდე, ნარჩუნდება ბლოკები. თუ ოპოზიციას სურს დამატებითი დეტალების განხილვა, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ ეს საკითხები შემდეგ მოლაპარაკებებზე მოიტანონ. ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად კონსტრუქციულები, მაქსიმალურად ორიენტირებულები იმაზე, რომ მოხდეს შეთანხმება, ოღონდ ეს შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი და უნდა ითვალისწინებდეს ყველა მხარის ინტერესს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო