გია ვოლსკი - არ მგონია, რომ „შავ სიას“ უნდა ადგენდნენ ადამიანები, რომლებმაც უკვე შეადგინეს სიები და ამ სიების მიხედვით არაერთი ოჯახი დასაჯეს

არ მგონია, რომ „შავ სიას“ და საერთოდ რაიმე სიას უნდა ადგენდნენ ადამიანები, რომლებმაც უკვე შეადგინეს სიები და ამ სიების მიხედვით არაერთი ადამიანი და ოჯახი დასაჯეს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გარკვეული ოპოზიციური პარტიების მიერ ე.წ.შავი სიის შედგენას, რომელშიც შეყვანილ ადამიანებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ.

მისივე განმარტებით, სიის შედგენა არის გარკვეული ფანდი, რომლითაც "ბნელი ძალები" ცდილობენ გარკვეული ყურადღება მიიქციონ.

„მე არ მგონია, რომ ე.წ.შავ სიას და საერთოდ რაიმე სიას უნდა ადგენდნენ ადამიანები, რომლებმაც უკვე შეადგინეს სიები და ამ სიების მიხედვით არაერთი ადამიანი და ოჯახი დასაჯეს. სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ ეს ემოციური კავშირი ამ სიის შემდგენთა ბოროტებასთან, რომელსაც სულ ახლახანს ჩვენ ყველა ვუცქერდით. ასე, რომ სიების შედგენას ჯობია ქვეყნის განვითარებაზე და პოლიტიკურ პროგრამაზე იფიქრონ, თუ რას სთავაზობენ საზოგადოებას. სიის შედგენა არის გარკვეული ფანდი, რომლითაც ეს ბნელი ძალები ცდილობენ გარკვეული ყურადღება მიიქციონ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოპოზიციამ ე.წ. შავი სიის ხუთეული შეათანხმა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, კომისიის წევრებმა „შავ სიაში“ შეიყვანეს: ვალერიანე ფილიშვილი (მოსამართლე), გიორგი არევაძე (მოსამართლე), ვაჟა თოდუა (პროკურორი), კახა ბუხრაძე (თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე), ნუგზარ ჭონქაძე (მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი).

ბოკუჩავას ინფორმაციით, ოპოზიცია სიის მომდევნო წევრთა ვინაობას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა