ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული შსს-ს თანამშრომლის საქმის პროკურორი - ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი ამ საქმეზე პასუხს მიიღებს

არ იქნება სწორი, პროკურურმა ასე საჯაროდ გააკეთოს განცხადება და განმარტება კონკრეტულად ამ პირის როლთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებული ზურა ფოფხაძის საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ბრალდებულის თანმხლებ პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქმეზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რის შემდეგაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

„დღეის მდგომარეობით, ამ საქმეზე გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და ჩვენ როგორც დაზარალებულ ოჯახს, ასევე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით ძალიან მალე. ფაქტებსა და გარემოებებს შესაბამისი შესწავლა სჭირდება. არ იქნება სწორი, პროკურურმა ასე საჯაროდ გააკეთოს განცხადება და განმარტება კონკრეტულად ამ პირის როლთან დაკავშირებით, თუმცა, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ყველა პირის მოქმედება დეტალურად იქნება შესწავლილი და ძალიან მალე დაზარალებული ოჯახი მიიღებს პასუხს ამ საქმესთან მიმართებაში”, - განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 24 წლის მურად წურწუმიას გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ზურა ფოფხაძეა დაკავებული. საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა დღეს შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ზურა ფოფხაძეს ბრალი წარედგენა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 126 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს