„ალილოს“ მსვლელობა დასრულდა

ალილოს" მსვლელობა დასრულდა. ანგელოზებისა და მწყემსების სამოსში გამოწყობილი პატარები სასულიერო პირებთან და მოქალაქეებთან ერთად პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას გამართეს. საზეიმო ღონისძიება სამების ტაძარში საშობაო პარაკლისით დასრულდა.

მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძრამდე რამდენიმე ლოკაციაზე შეჩერდნენ, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მათ საშობაო ნობათი გადასცეს.

„ალილოს" მონაწილეები საპატრიარქოსთანაც მივიდნენ, სადაც მათ სასულიერო პირებთან ერთად პატრიარქი ილია მეორე დახვდა. უწმინდესმა მათ შობის დღესასწაული მიულოცა და საშობაო ნობათი გადასცა.

საზეიმო მსვლელობისას შეგროვებული ტკბილეული სამების ტაძრამდე მიიტანეს, რომელიც შემდგომ მოხუცთა თავშესაფრებში, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილედება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო