მაია ცქიტიშვილი სპეკულაციას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს სასმელი წლის დეფიციტი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის შევსებამ გამოიწვია

გუდაურში წელს გვყავს დაახლოებით 50 ახალი იურიდიული პირი, ახალი აბონენტი, ასევე არის მშენებარე სასტუმროები, რაც მთლიანობაში ზრდის მოხმარებას. ამიტომ, კლიმატური პირობების და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მიმდინარეობს სამუშაოების დაგეგმვა, რათა ინფრასტრუქტურამ ფეხი აუწყოს კურორტის განვითარებას, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა გუდაურში გამართული თათბირის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რაც შეეხება ბაკურიანს, წელს გვყავს 800-მდე ახალი აბონენტი და აქედან ნახევარი იურიდიული პირია. შესაბამისად, ბაკურიანშიც არის დაგეგმილი და მიმდინარეობს წყალგაყვანილობის დამატებითი სამუშაოები, იმისთვის, რომ ახალი სეზონისთვის მოვაგვაროთ შესალო პრობლემები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მინისტრი სპეკულაციას უწოდებს ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სასმელი წლის დეფიციტი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის შევსებამ გამოიწვია.

„ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, ეს არის ორი ურთიერთგამიჯნული სისტემა, რომელსაც აქვს განსხვავებული წყალმომარაგება. ყველას მოვუწოდებ, რომ ვენდოთ იმ სპეციალისტებს, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ საინჟინრო წყალმომარაგების დარგში და მივცეთ საშუალება თავისი საქმე აკეთონ. მომავალი წლისთვის ვაპირებთ დამატებით ახალი ტბის მოწყობას, რათა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის სივრცე გაიზარდოს. ჩვენ გუდაურში 1500 მეტრ ფართობს ვემსახურებოდით, ახლა კი ეს სისტემა უკვე 3800 მეტრს ემსახურება. გუდაურიც და ბაკურიანიც არის განვითარებადი და ცხადია, რომ ორივე კურორტზე საჭიროა დამატებითი ინვესტიცია, საპარკინგე და საერთო სარგებლობის სივრცეების, ასევე საბაგიროების, ახალი ტრასების მოწყობა. გუდაურში შარშან გავხსენით კობი-გუდაურის საბაგირო, წელს ვაპირებთ, რომ კობთანაც მოეწყოს ახალი პარკინგი და კობი განვითარდეს როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრი. გენგეგმით ასევე გათვალისწინებულია სეთურებში პარკინგის განვითარება და გუდაურთან საბაგიროთი დაკავშირება, ეს არის ის გეგმები, რომელიც ამ კურორტების განვითარებისთვის არსებობს და რომელსაც ეტაპობრივად მივყვებით იმ შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა