აშშ-ში ჯარისკაცებს ახლო აღმოსავლეთში აცილებენ - „ჩვენ ომში მივდივართ მეგობარო!“

შეერთებულ შტატებში 82-ე საჰაერო დივიზიის ჯარისკაცებს შუა აღმოსავლეთში აცილებენ. მედიის ინფორმაციით, ჯარისკაცებს ნათესავები და ახლობლები განსაკუთრებით ემოციურად ემშვიდობებიან.

„ჩვენ ომში მივდივართ მეგობარო“, ამ სიტყვებით ერთ-ერთმა სამხედრომ იქ შეკრებილებს მიმართა. კიდევ ერთმა ჯარისკაცმა „როიტერსს“ განუცხადა, რომ მას არ გაკვირვებია, როცა ბრძანება მიიღო.

„ახალ ამბებს ვუყურებდი, ვხედავდი როგორ ვითარდებოდა მოვლენები. შემდეგ შეტყობინება მივიღე სერჟანტისგან, რომელიც მწერდა: „არსად წახვიდე“. მივხვდი, ეს ის იყო“,-განუცხადა 27 წლის ჯარისკაცმა „როიტერსს“.

როგორც CNN წერს, გამგზავრებამდე ჯარისკაცებს მობილური ტელეფონები ჩამოართვეს. პოლკოვნიკ, მაიქლ ბარნის თქმით, ეს უჩვეულო გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გამო მიიღეს.

„ჩვენ ჩვენს ჯარისკაცებს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ“,-განაცხადა ბარნსმა.

როგორც ცნობილია, აღნიშნული ქვედანაყოფი აშშ-ის სწრაფი რეაგირების ძალების ერთ-ერთი ყველაზე მობილური ჯგუფია. კონფიდენციალურია, რომელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოხდება მათი საბოლოო დისლოცირება, თუმცა თავდაპირველად ისინი ქუვეითში ჩაფრინდებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა