ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპზე წყლისა და საკანალიზაციო სისტემის შეცვლა, ასევე სანიაღვრე ქსელისა და გაზსადენი მილების რეაბილიტაცია მოხდება

თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის, ერეკლე სუხიტაშვილის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპზე წყლისა და კანალიზაციის მილების შეცვლა და სანიაღვრე ქსელისა და გაზსადენი მილების სრული რეაბილიტაცია მოხდება.

მისივე ინფორმაციით, წინასწარ იმის თქმა, თუ როდის დამთავრდება აღნიშნული სამუშაოები, რთულია.

“ხვალ დილიდან კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე დაახლოებით 550 მეტრიან მონაკვეთზე დაიწყება სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, კომპანია "ჯივიპი" დაიწყებს მიწისქვეშა კომუნიკაციების ცვლილებას. კერძოდ, წყლისა და კანალიზაციის მილების სრულ რეაბილიტაციას. ასევე განხორციელდება, ჭავჭავაძის უკვე რეაბილიტირებულ მონაკვეთებზე, სანიაღვრე ქსელისა და გაზსადენი მილის სრული რეაბილიტაცია, რის შემდეგაც დაიწყება უკვე საგზაო კონსტრუქციის მშენებლობა. სამუშაო პროცესი, ჭავჭავაძის სხვა მონაკვეთებზეც, 24 საათიან რეჟიმში იქნება. სამუშაოების დასრულების კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვით დღეს, რადგან მნიშვნელოვანია, უშუალოდ პროცესი როგორ წარიმართება. პირველ დღეებში, როდესაც გავხსნით თხრილებს, შეგვეძლება წინასწარი მონაცემები ვთქვათ, რამდენ ხანში დასრულდება ამ მონაკვეთზე სამუშაოები. ეს არის მესამე ეტაპის სამუშაოები, რომლის შემდეგ გვრჩება უკვე მეოთხე ეტაპი, ვაკის პარკის მოედნამდე”,- განაცხადა სუხიტაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა