მალხაზ მაჩალიკაშვილი - ვფიქრობ, კარავს ადგილმდებარეობა შევუცვალო - უფრო ფართო გეგმა მაქვს

ვფიქრობ, კარავს ადგილმდებარეობა შევუცვალო, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი ინფორმაციით, ბანერი პარლამენტის ტერიტორიაზე დარჩება, თუმცა კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა აქვს.

"რამდენად უსუსური ხარ "ქართული ოცნება". იმაზეც კი წახვედი, ბავშვთა ბაღის ანგელოზებიც კი გამოიყენეთ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ, რომ რამენაირად გადარჩეთ, როგორ იძირები დღე და დღე, თან ისე, ხვდებით და არ გინდა მიხვდეთ. იძულებული გავხდი პირველად, ამ 700 დღე-ღამის განმავლობაში, ამ შემთხვევით მესარგებლა, ცოტათი დავისვენო, ძალა მოვიკრიბო. ბანერი წარწერით, იმისი მოთხოვნით, რომ უნდა შეიქმნას დროებითი კომისია პარლამენტში დაიდგმევა პარლამენტის წინ, ეს ცხადია, იმიტომ რომ შესაფერისი ადგილი ის არის. რაც შეეხება კარავს, ვფიქრობ ადგილმდებარეობა შევუცვალო. კარავთან დაკავშირებით უფრო ფართო გეგმა მაქვს", - წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა