აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სომხეთის მხრიდან სროლის შედეგად აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა. ინფორმაციას news.day.az ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მესაზღვრე ფარზალი ფარზალიევი სომხეთის მხრიდან სნაიპერის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა.
მედიის ცნობით, აღნიშნული შემთხვევა 7 იანვარს, 14:56 წუთზე მოხდა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსი ელჩინ გულიევი და სხვა მაღალჩინოსნები.