ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა

ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზაზე, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, ირანმა საკუთარი ტერიტორიიდან ერაყში მდებარე სამხედრო ბაზების მიმართულებით ათამდე ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა“ დაადასტურა, რომ მათ რაკეტები ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის სამაგიეროს გადახდის მიზნით გაისროლეს.

პენტაგონს მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„ზარალის შეფასების მიზნით შესაბამისი მუშაობა ხორციელდება. ყველა საჭირო ზომას მივმართავთ რეგიონში აშშ-ის პერსონალის, პარტნიორებისა და მოკავშირეების დასაცავად,“- განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონათან ჰოფმანმა.

მისივე თქმით, შეტევის სამიზნე ერაყში მდებარე ორი ბაზა - ალ-ასადი და ირბილი იყო.

ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც 3 იანვარს, ბაღდადის აეროპორტში აშშ-ის მიერ განხორციელებული ოპერაციის დროს ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: კადრები: როგორ დაუშინა ირანმა ერაყში განთავსებულ ამერიკულ ბაზებს ბალისტიკური რაკეტები

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა