აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და თავდაცვის მინისტრი მარკ ესპერი ირანის მიერ ამერიკულ ბაზებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ თეთრ სახლში მივიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავდასხმის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეგახსენებთ, დღეს ირანმა ერაყში მდებარე ორ ბაზას, სადაც კოალიციური ძალები არიან განთავსებული, ათზე მეტი ბალისტიკური რაკეტა დაუშინა.