მუჰამედ ჯავად ზარიფი - ირანს არ სურს ესკალაცია და ომი, მაგრამ ნებისმიერი აგრესიისგან დაიცავს თავს

ირანს არ სურს ესკალაცია და ომი, მაგრამ თავს ნებისმიერი აგრესიისგან დაიცავს, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მუჰამედ ჯავად ზარიფმა ირანის მიერ ერაყში ამერიკული ბაზების წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თეირანმა ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო თავდასხმის განხორციელებისას გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად იმოქმედა.

„ირანმა თავდაცვის ფარგლებში პროპორციული ზომები გაეროს წესდების 51-ე მუხლის თანახმად გაატარა. მისი სამიზნე იყო ბაზა, საიდანაც ჩვენი მოქალაქეების და მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მხდალი შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას ან ომს, მაგრამ დავიცავთ თავს აგრესიისგან, ”- წერს მუჰამედ ჯავად ზარიფი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს