თბილისის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თბილისის ნაწილს, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 8 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შეზღუდვა ისნის რაიონში11:00 საათიდან 17 :00 საათამდე შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, არბოშიკის, ბოჭორმის, ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის, ბოდბის, სამასი არაგველის, შავსოფლის, პატარძეულის, დოლაბაურის, ლეხ კაჩინსკის, დესპინე გელოვანის, უჯარმის, ჭრელაშვილის, კაჭარავას, ეთერ კაკულიას და ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაინის მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის, გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების IX ქუჩის, ვარკეთილი-3-ის IV, VI, VII, IIX და IX კვარტლების, კალოუბნის, შუამთის, ჯავახეთის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა