ირანში უკრაინულმა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 180 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა

ირანში უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც კიევში უნდა გამგზავრებულიყო, იმამ ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ირანის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, აეროპორტთან ახლოს, სადაც თვითმფრინავს ცეცხლი უკიდია, სამაშველო ჯგუფებია გაგზავნილი.

ბორტზე 180 ადამიანი იმყოფებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა