თეირანთან უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა

თეირანთან უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი, 180-მდე პირი დაიღუპა.

Daily Mail-ის ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა ირანის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ერაყის ბაზებზე თავდასხმის შემდეგ განიცადა, რამაც მედიაში სპეკულაციები გამოიწვია, რომ შესაძლოა, ირანმა ხომალდი შეცდომით ჩამოაგდო.

ვიდეოზე, რომელიც BBC-ის ირანის კორესპონდენტმა გამოაქვეყნა, ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი უკვე ცაში უკიდია, რამაც მოქალაქეებში ეჭვი გამოიწვია, რომ თვითმფრინავს ცეცხლი გაუხსნეს.

თვითმფრინავი, რომელიც ხომეინის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ბოინგ-737 კიევში მიფრინავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა