დავით ზალკალიანი ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმად დამწუხრებული ვართ ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც ურაინის თვითმფრინავმა ირანში კატასტროფა განიცადა და ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი დაიღუპა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ადამიანების ოჯახებს, რომელთაც საყვარელი ადამიანები ამ საშინელი ტრაგედიის დროს დაკარგეს“, - ნათქვამია მინისტრის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილმა ბოინგ-737-ის ტიპის თვითმფრინავმა ირანში კატასტროფა განიცადა. ბორტზე 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავში მყოფი ყველა პირი დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა